ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ღირებულების ნახატები იყიდება მსოფლიოს აუქციონებზე, რომლებიც სხვადასხვა გალერეებსა და მუზეუმებში, ან კერძო კოლექციებში იდებენ ბინას.
CNN-მა Google-ის საძიებო სისტემის კვლევის შედეგად, შეარჩია მსოფლიოს 10 ყველაზე ცნობილი ნახატი, რომელთა მიმართა ხელოვნების მოყვარულთა გაცხოველებული ინტერესი ათწლეულების განმავლობაში არ განელებულა.
1. მონა ლიზა
მხატვარი - ლეონარდო და ვინჩი
შექმნის თარიღი - 1503-დან 1519-მდე
სად შეიძლება მისი ნახვა - ლუვრის მუზეუმში (პარიზი, საფრანგეთი)

2. საიდუმლო სერობა
მხატვარი - ლეონარდო და ვინჩი
შექმნის თარიღი - 1495-დან 1498-მდე
სად შეიძლება მისი ნახვა - სანტა მარია დელლა გრაციეს მონასტერი (მილანი, იტალია)

3. ვარსკვლავებიანი ღამე
მხატვარი - ვინსენტ ვან გოგი
შექმნის თარიღი - 1889
სად შეიძლება მისი ნახვა - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ იორკი, აშშ)

4. კივილი
მხატვარი - ედვარდ მუნკი
შექმნის თარიღი - 1893
სად შეიძლება მისი ნახვა - 2020 წლიდან ოსლოს ეროვნულ მუზეუმში, იმავე წლის მაისიდან მუნკის მუზეუმში (ოსლო, ნორვეგია)

5. გერნიკა
მხატვარი - პაბლო პიკასი
შექმნის თარიღი - 1937
სად შეიძლება მისი ნახვა - დედოფალ სოფიას ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (მადრიდი, ესპანეთი)

6. კოცნა
მხატვარი - გუსტავ კლიმტი
შექმნის თარიღი - 1907-1908
სად შეიძლება მისი ნახვა - ბელვედერის მუზეუმი (ვენა, ავსტრია)

7. გოგონა მარგალიტის საყურით
მხატვარი - იან ვერმეერი
შექმნის თარიღი - 1665
სად შეიძლება მისი ნახვა - მაურიცჰეისის მუზეუმი (ჰააგა, ნიდერლანდების სამეფო)

8. ვენერას დაბადება
მხატვარი - სანდრო ბოტიჩელი
შექმნის თარიღი - 1485
სად შეიძლება მისი ნახვა - უფიცის გალერა (ფლორენცია, იტალია)

9. Las Meninas
მხატვარი - დიეგო ველასკესი
შექმნის თარიღი - 1656
სად შეიძლება მისი ნახვა - პრადოს მუზეუმი (მადრიდი, ესპანეთი)

10. ადამის შექმნა
მხატვარი - მიქალანჯელო
შექმნის თარიღი - 15080-დან 1512-მდე
სად შეიძლება მისი ნახვა - სიქსტის კაპელა, ვატიკანი
