საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობა მაღალმთიანი აჭარიდან მიულოცა.
სალომე ზურაბიშვილი გიორგობის სადღესასწაულო წირვას ქედაში, ზვარეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, აჭარის მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაესწრო.
"მინდა, სრულიად საქართველოს სოფელ ზვარედან მივულოცო გიორგობა. შეგეწიოთ მისი მადლი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.