თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, არის საშიშროება, რომ ბრალლდებული ხელს შეუშლის გამოძიებას და ახალი მტკიცებულებების მოძიებას.
გიორგი რურუა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 9 იანვარს ჩაინიშნა.