მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, იწვის ტყე. ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.
რთული რელიეფის გამო, ადგილზე ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალი ძალა. 50-მდე მეხანძრე-მაშველი სოფელ სალხინოში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.
მიმდინარეობს დაკვალიანმებული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.