საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში ჯარი 86%-ით ლიდერობს.
ბოლო წლების მანძილზე, ინსტიტუტების რეიტინგის ტრადიციულად სათავეში მყოფი ეკლესია ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა და 85% შეადგინა. მას მოსდევს მედია, რომლის მუშაობაც გამოკითხულთა 72%-ს მოსწონს.
მეოთხე ადგილს იკავებს პოლიცია 59%-ით.
სხვა ინსტიტუტების მიმართა გამოკითხულთა განწყობები გადანაწილდა შემდეგნაირად:
საჯარო განათლება - 51%
ადგილობრივი ხელისუფლება - 46%
მთავრობა - 37%
პარლამენტი - 37%,
ცენტრალური საარჩევნო კომისია - 36%
პრემიერ-მინისტრის ოფისი - 34%
პოლიტიკური პარტიები - 28%
გუბერნატორები - 27%
პროკურატურა - 27%
ეროვნული ბანკი - 27%
პრეზიდენტის ოფისი - 27%
სასამართლოები - 25%
პროფესიული კავშირები - 22%
კვლევის შესახებ
წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.
კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით.
კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა, 18 წლის ასაკიდან.
შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით.
გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.
კვლევის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის უანგარო მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.