პატივს ვცემთ მშვიდობიანი გამოხატვის და შეკრების უფლებას, თუმცა, ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს, აქ ორმაგი ინტერპრეტაცია შეუძლებელია, - აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი კობახიძე კითხვაზე, თუ დეპუტატები ისევ ვერ მოახერხებენ პარლამენტში შესვლას, როგორი უნდა იყოს რეაგირება.
“რეაგირება უნდა იყოს მოქმედი კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი. ჩვენ პატივს ვცემთ მშვიდობიანი გამოხატვის და შეკრების უფლებას, თუმცა, ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს, აქ ორმაგი ინტერპრეტაცია შეუძლებელია, პირდაპირ კანონში შავით თეთრზე წერია, რომ ბლოკირება ეწინააღმდეგება კანონს. მითუმეტეს, აქ საუბარია არა რიგითი ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოს ფუნქციონირებაზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია კანონის აღსრულება“, - თქვა კობახიძემ.
მეორე დღეა, სამართლიანი საარჩევნო სისტემის მოთხოვნით პარლამენტის ოთხივე შესასვლელი პიკეტირებულია.