ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს, დაიყოვნებლივ გაათავისუფლობ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
შესაბამისი განცხადება ესტონეთის საგარეო უწყების "ტვიტერის" გვერდზე გავრცელდა.
"მოვუწოდებთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
ესტონეთი სრულად უჭრს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე მიკრობლოგ "ტვიტერში".
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედიის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, საოკუპაციო რეჟიმმა 9 და 11 ნოემბერს საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა. მათ შორის არიან 1961 წელს დაბადებული, თბილისის მცხოვრები ვაჟა გაფრინდაშვილი; 1961 წელს დაბადებული, თბილისის მცხოვრები რამაზ ზადიშვილი; 1977 წელს დაბადებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მცხოვრები დავით მიშელაშვილი და 1956 წელს დაბადებული, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს მცხოვრები ზურაბ ტუხიაშვილი.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავება. ე.წ. სასამართლომ გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო.
საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სავარაუდოდ, ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გუშინ, 17 ნოემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობოს ინტეგრაციის მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპროტესტო წერილით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს