ევექსი ჰოსპიტლები ახალგორში პაციენტის სამკურნალოდ ჩასული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება. პროტესტის ნიშნად, ქსელის მასშტაბით 18 სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი 18 ნოემბერს, 12:00 საათზე "თეთრი ხალათების აქციას" შეუერთდება.
ევექსი ჰოსპიტლების 3 000 ექიმი 5-წუთიან მდუმარე აქციას მოაწყობს და ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებას გააპროტესტებს.
ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 დღის წინ ე.წ. უკანონო საზღვრის გადაკვეთისთვის დააკავეს, ხოლო 15 ნოემბერს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მას 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ევექსი ჰოსპიტლების ექიმები საქართველოს მასშტაბით უერთდებიან კოლეგის მხარდასაჭერ აქციას შემდეგი სამედიცინო ცენტრებიდან:
თბილისი:
კავკასიის მედიცინის ცენტრი
თბილისი, ქავთარაძის ქ. 23
ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი
თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1
კარაპს მედლაინი
თბილისი, ლუბლიანას ქ. 48
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
თბილისი, ლუბლიანას ქ 2/6
ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა
თბილისი, ლუბლიანას 21
ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი
თბილისი, ლუბლიანას ქ. 21
ქუთაისი:
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი
ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა
ონკოლოგიის ცენტრი
ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი
ქუთაისი, ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2
ბათუმი:
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი
ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი
ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64
ქობულეთი:
ქობულეთის ჰოსპიტალი
ქობულეთი, აბაშიძის ქ.18
ზუგდიდი:
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი
ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. №206
თელავი:
თელავის რეფერალური ჰოსპიტალი
თელავი, ვ. სეხნიაშვილის 1
ახალციხე:
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი
ახალციხე, რუსთაველის ქ. №105 ა
ახალქალაქი:
ახალქალაქის ჰოსპიტალი
ახალქალაქი, დ. აღმაშენებლის ქ.31
ფოთი:
ფოთის რეფერალური ჰოსპიტალი
ფოთი, გურიის ქ. №171
ხაშური:
ხაშურის ჰოსპიტალი
ხაშური, შ.რუსთაველის ქ. #40