ვენეციაში წყალდიდობით გამოწვეულმა ზარალმა მილიარდ ევროს მიაღწია. აცხადებს ვენეციის მერი ლუიჯი ბრუნარიო.
"ვენეცია განადგურებულია. ზარალმა მილიარდ ევროს მიაღწია", - თქვა ლუიჯი ბრუნარიომ, როდესაც ის სან მარკოს მოედანზე იმყოფებოდა.
მანამდე, ვენეციის მერმა Twitter-ზე დაწერა, რომ იძულებული გახდა მოედანი დაეხურა წყლის დონის რეკორდულად მომატების გამო, რომელმაც პარასკევს დილით 153 სანტიმეტრს მიაღწია.
წყალდიდობას ვენეციაში ორი ადამიანი ემსხვერპლა.
წყალდიდობის შედეგად ქალაქის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნაწილი დაიტბორა, როდესაც წყლის დონემ რეკორდულად მაღალ ნიშნულს, 187 სანტიმეტრს მიაღწია.
ბოლოს ყველზე მაღალი ნიშნული 1966 წელს დაფიქსირდა, როდესაც წყლის დონემ 194 სანტიმეტრს მიაღწია.
ლუიჯი ბრუნარიო წყალდიდობის გამომწვევ მიზეზად გლობალურ დათბობას ასახელებს.