წყალდიდობას ვენეციაში ორი ადამიანი ემსხვერპლა. იტყობინება ადგილობრივი მედია.
მედიის ცნობით, დაღუპულთაგან ერთ-ერთი 78 წლის კაცია კუნძულ პელესტრინოდან, რომელიც ელექტროშოკისგან დაიღუპა, როდესაც ცდილობდა დატბორილი სახლიდან წყალი ამოეტუმბა.
მეორე გარდაცვლილიც კუნძულ პელესტრინოს მკვიდრია, თუმცა მისი გარდაცვალების შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე ვენეციის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წყლის დონემ რეკორდულად მაღალ ნიშნულს, 187 სანტიმეტრს მიაღწია.
ბოლოს ყველზე მაღალი ნიშნული 1966 წელს დაფიქსირდა, როდესაც წყლის დონემ 194 სანტიმეტრს მიაღწია.
ვენეციის მერის, ლუიჯი ბრუნარიოს თქმით, ის აპირებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ამისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს.
ლუიჯი ბრუნარიო წყალდიდობის გამომწვევ მიზეზად გლობალურ დათბობას ასახელებს.