რომის პაპი ფრანცისკე მოუწოდებს გიგანტურ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მსგავსად Facebook, Apple, Google და Microsoft-ისა, მიიღონ ზომები პორნოგრაფიის გასამკლავებლად. აღნიშნული მოწოდება რომის პაპმა ვატიკანში გამართულ რელიუგიურ ლიდერებთა კონფერენციაზე გააჟღერა.
უმაღლესმა პონტიფიკოსმა პორნოგრაფიასთან საბრძოლველად ორი ძირითადი მიზანი გამოკვეთა. უწინარესად, ბავშვთა მიერ პორნოგრაფიული მასალების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და ინტერნეტსივრციდან ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების ამოღება.
"საჭიროა, ტექნოლოგიური კომპანიების, მენეჯერებისა და ინვესტორების პასუხისმგებლობების მობილიზება, რათა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესები და კეთილდღოება არ შეეწიროს კომერციული მოგების მოხვეჭას", - თქვა რომის პაპმა.
ვატიკანში მიმდინარეობს ორდღიანი კონფერენცია, რომელსაც ევროკავშირისა და გაეროს უმაღლესი დელეგატების გარდა, Microsoft-ის, Apple-ის, Amazon-ის, Google-ის, Facebook-ისა და Paramount Picutre-ის წარმომადგენლები ესწრებიან.
კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის არიან მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიების ლიდერები და კაიროს ალ-აზარის უნივერსიტეტის დიდი იმამი.