შეერთებულ შტატებში, მისურის შტატში ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის თანამშრომლებმა სიცივეში გაყინვისგან იხსნეს ორი თვის ლეკვი, დრუნჩზე მომცრო ზომის კუდით.
ორგანიზაციის თანამშრომლებმა უცნაური ლეკვის ფოტოები და ვიდეობი სოციალურ ქსელშ გამოაქვეყნეს, რომელსაც მომხმარებელთა მხრიდან არნახული რაოდენობის მოწონება მოჰყვა.
ვეტერინარებმა ლეკვს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და განაცხადეს, რომ დრუნჩზე კუდი არ ასრულებს არავითარ ფუნქციას და მისი მოკვეთაც აუცილებლობას არ წარმოადგენს.
ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის თანაშრომლებს ლეკვის პატრონის ძიებას ჯერ არ დაიწყებენ, ვიდრე ის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.