ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან არის ვადამდელი არჩევნები, - განავადა ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, დღეს რაც მოხდა სხვა არჩევანს არ ტოვებს.
“ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან არის ვადამდელი არჩევნები და რა წესითაც არ უნდა ჩატარდეს, მოგვიწევს შერეული წესით ჩატარება როგორც ჩანს, ამათი ხელისუფლებიდან გაშვება რაც შეიძლება დროზე და შემდეგ გვექნება შანსი, რომ ამ ქვეყნიდან რაღაცა გამოვიდეს. მე სხვა ნაბიჯს პოლიტიკურს უბრალოდ ვერ ვხედავ, დღეს რაც მოხდა ეს არჩევანს არ გვიტოვებს. არჩევანი არის ამათი ხელისუფლებიდან გაშვება რაც შეიძლება სწრაფად, თუ არა და, ჩვენ უნდა ჩავალაგოთ და წავიდეთ ამ ქვეყნიდან, ამ ქვეყანაში ცხოვრება უკვე არის საშიში”, - თქვა ჯაფარიძემ.