ზედმეტად ნუ იმუქრებიან. ისინი იმუქრებოდნენ კენჭისყრამდეც. მათ ეს მუქარები ბუნებრივია არ გაუვათ. ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებზე. მან ოპოზიციას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი შიდა კონსულტაციებს გაივლის და განცხადებას შემდეგ გაავრცელებს.
"გუნდის ყველა წევრთან იქნება ეს მაჟორიტარი თუ არამაჟორიტარი, თითოეულ მათგანთან გვექნება საუბარი და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას. ერთადერთი, რაც ხელთ აქვს ოპოზიციას ეს არის ქუჩის აქციები და რადიკალიზმი, რაც არის წარუმატებლობისთვის განკუთვნილი. მათ ერთხელ სცადეს პარლამენტში შემოჭრა, თუმცა ხედავთ, რომ რესურსი არ აქვთ და მათ ზურგს არ უმაგრებს ხალხის მხარდაჭერა. ზედმეტად ნუ იმუქრებიან. ისინი იმუქრებოდნენ კენჭისყრამდეც. მათ ეს მუქარები ბუნებრივია არ გაუვათ. ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. შეიძლება ჰქონდეთ ერთდღიანი მცდელობა, თუმცა ამის საშუალება მათ არ ექნებათ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.