12 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის სამეფო რეზიდენციის კლარენს ჰაუსის ინსტაგრამგვერდზე პირველად გამოქვეყნდა პოსტი უელსის პრინც ჩარლზის სახელით.
გამოქვეყნებულ პოსტში პრინცი ჩარლზი ეხმიანება მისი და კორნუელის ჰერცოგინიას ვიზიტს ინდოეთში, რომელიც გურუ ნანაკის 550 წლის იუბილესთან იყო დაკავშირებული.
"ვიმყოფებოდი ინდოეთში მეათე ოფიციალური ვიზიტით. მსურს ჩემი გულწრფელი სურვილები გადმოგცეთ ყველას, მათ შორის სიქის თემს, რომელიც ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში", - დაწერა პრინცმა ჩარლზმა.
დიდი ბრიტანეთის სამეფო რეზიდენციის კლარენს ჰაუსის ოფიციალური ინსტაგრამგვერდი უელსის პრინც ჩარლზისა და მისი მეუღლის კორნუელის ჰერცოგინია კამილა პარკერ ბოულზის ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველ ფოტოებს დიდი ხანია აქვეყნებს.
გურუ ნანაკი რელიგია სიქიზმის დამაარსებელია. მას აქვს მრავალი სხვა სახელი და ტიტული. პენჯაბში მას თაყვანს სცემენ არა მხოლოდ სიქჰები, არამედ ინდუსები, მუსლიმებიც.
გურუ ნანაკის ცხოვრების აღწერა შეკრებილია თხზულებებში, რომელსაც ეწოდება "ჯამანსაკჰი".