დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ქართველი მწერლის, ოთარ ჭილაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდება. ოთარ ჭილაძე 2009 წლის 1-ელ ოქტომბერს, 76 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ოთარ ჭილაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. მწერლის პანტეონში დაკრძალვა თბილისის მერიამ საქართველოს საპატრიარქოსთან და მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
რუსთაველის პრემიის ლაურეატი ოთარ ჭილაძე ნობელის პრემიაზედაც იყო წარდგენილი. მწერლის გახმაურებული რომანებია "რკინის თეატრი", "მარტის მამალი", "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", "აველუმი", "გოდორი", "წათეს წითელი წაღები", "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან".