დღემდე გვაქვს გათვლა, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50-პროცენტიან ნიშნულს, - – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენისას.
მთავარია, საბოლოო ჯამში ავწონ-დავწონოთ, საით არის მეტი უპირატესობა და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება. დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა, რა თქმა უნდა, მეტი რისკების შემცველია, ვიდრე იქნებოდა თუნდაც 2024 წლისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ უნდა დავდოთ შესაბამისი შედეგი. როდესაც ვსაუბრობდით, რომ 2020 წლიდან გადავდივართ პროპორციულ არჩევნებზე ნულპროცენტიანი ბარიერით, ამის უკან იდგა გათვლა და დღემდე გვაქვს გათვლა, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50-პროცენტიან ნიშნულს. ამ შედეგის პირობებში ყველა რისკი განეიტრალდება, რაზეც არის საუბარი თეორიაში და პრაქტიკაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მათი პასუხისმგებობაა50-პროცენტიან ნიშნულს აცდნენ.