სერგო, ნებისმიერ დროს ესვრი შენ ილიას, ამას აკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, თქვენი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით, თქვენი საიტების მეშვეობით და თქვენი ნაცაქტივის მეშვეობით ფეისბუქზე, - ასე მიმართა საპარლამენტო უნრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს სერგო რატიანს.
„ათასობით ადამიანია ჩართული იმ საქმეში, რასაც ჰქვია ბერბიჭაშვილის საქმე. რომ არ ყოფილიყავით ბერბიჭაშვილები, საქართველოს ტერიტორიების 20%-ს არ ჩააბარებდით რუსეთს და არ გაუფორმებდით მერე იმ რეზოლუციით, რომელსაც მხარი დაუჭირეთ. თითებს ნუ იქნევ, ჩაგაბარებთ წარსულს. ეკლესიის მტრებს და სახელმწიფოს მტრებს ჩავაბარებთ წარსულს. თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 3 თვის წინ იჭრებოდით პარლამენტში, ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდით და თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ეკლესიაში... რას გიზამ იცი სერგო დაგამთავრებ. აი, ეგ იქნება პასუხი“, - თქვა კობახიძემ