ცნობილი ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი აცხადებს, რომ ათი წელზე მეტია მობილურ ტელეფონს არ იყენებს. წერს The Gurardian- ი.
"2006 წლიდან აღარ ვიყენებ მობილურ ტელეფონს, თუმცა ყოველთვის თან მაქვს კომპიუტერი და Wi-Fi. გავთავისუფლდი ტელეფონისგან, აღარ მომწონს", - თქვა მომღერალმა.
რობი უილიამსი ერთადერთი ცნობილი ადამიანი არ არის, რომელმაც უარი თქვა მობილური ტელეფონის გამოყენებაზე.
მანამდე ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ მას არ აქვს მობილური ტელეფონი.
რობი უილიამსი მუშაობს ახალ ალბომზე, Christmas Present, რომელიც 22 ნოემბერს გამოვა.