დღეს, დილით, საქართველოში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინიდიდან 6 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ სათხეში მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:18 საათზე დაფიქსირდა.