1-ელ ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს შრომის, ჯნმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ეწვევა და ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს მიულოცავს.
მოხუცებისთვის სპეციალური კონცერტიც მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას "ჯეოსტარის" ვარსკვლავები, წყნეთის, "მომავლის სახლისა" და "სათნოებას" ბავშვთა სახლების აღსაზრდელები და თბილისის IV მუსიკალური სკოლი მოსწავლეები მიიღებენ.
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პანსიონატის ბენეფიციარები სტუმრებს თავიანთ შემოქმედებასაც წარმოუდგენენ.
გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1991 წელს გამოცხადდა