ღვინო ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობას ზრდის. ამის შესახებ ექსპერტები აცხადებენ. ექსპერტების თქმით, ღვინოს თუ ზომიერად გამოვიყენებთ, სასარგებლოა როგორც მოზრდილთათვის, ისე ბავშვებისთვის. ყურძნის ღვინო მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. იგი სასარგებლოა ნივთიერებათა და მარილოვანი ცვლის გასაუმჯობესებლად. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ნახშირწყლოვან, აზოტისა და მინერალურ ცვლას, ზრდის ორგანიზმის ტონუსს, აქვს შარდმდენი, ანტისტრესული, ბაქტერიციდული და ანტიალერგიული მოქმედება. ყურძნის ღვინოს აქვს განსაკუთებული თვისება _ იგი ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობას ზრდის.
სპეციალისტთა მიერ დადგენილია, რომ კუჭში მოხვედრილი სისხლის თეთრი სხეულები ღვინის თანაარსებობის შემთხვევაში ტოქსიკურ (ვირუსულ) ბარიერს უფრო იოლად ლახავენ. თანამედროვე მეცნიერები ადასტურებენ ასევე ღვინის ბაქტერიოლოგიურ და ანტივისურულ მოქმედებას ა-ჰეპატიტისა და გრიპის ხუთი ცნობილი ვირუსის მიმართ. ფრანგმა მედიკოსებმა დაასკვნეს, რომ წითელი ღვინო მარგებელია ანგინის, ხოლო მშრალი შამპანური - რევმატიზმის დროს. ისინი ადასტურებენ, რომ მიკრობებით დაბინძურებული წყალი სასმელად საშიში აღარ იქნება, თუ იმავე ოდენობის წითელ ღვინოს დავუმატებთ. წითელი ღვინის შემადგენლობაში შემავალი ტანინები ბაქტერიებს სპობს.
ავტორიტეტული დამიელი სპეციალისტების გამოკვლევის თანახმად, იმ ქალებს შორის, რომლებიც სადილზე 150 მლ მშრალ წითელ ღვინოს მიირთმევენ, სიკვდილიანობა ნაკლებია, ვიდრე მათ შორის, ვინც ღვინოს საერთოდ არ ეკარება. მამაკაცებისთვის კი ოპტიმალური ოდენობა 300მლ-ია. ამის გარდა, ღვინის ზომიერი მიღება 30%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ალბათობას - წითელი ღვინო შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც სისხლძარღვებს ცუდი ქოლესტერინისგან წმენდს
ბავშვებმა, შესაძლოა, ცოტაოდენი წყალგარეული ღვინო მიიღონ, ოღონდ ამას სისტემატური ხასიათი არ უნდა მიეცეს.
მედიკოსთა რჩევით, ბავშვებისთვის წითელი მშრალი ღვინო დასაშვებია კუჭის აშლილობისას, ანემიის დროს, ავიტამინოზის დროს კარგია ნებისმიერი ნატურალური ღვინო, გრიპის, ბრონქიტის, პნევმონიის დროს - ცხელი წითელი ღვინო, დამტკბარი შაქრით ან თაფლით, ტუბერკულოზის დროს - წითელი ღვინო.