ევროპარლამენტის წევრს, საფრაგნეთის იუსტიციის ექს-მინისტრს ინფლაცია და "ორალური სექსი" ერთმანეთში აერია. ჩანალ Pლუს-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რაშიდა დატიმ, რომელიც ამჟამად ევრიპარლამეტის დეპუტატია, "ფელიაცია" და "ინფლაცია" ერთმანეთში აურია.
მოგვიანებით მან განმარტა, რომ რადგან სწრაფად საუბრობდა, ერთნაირად წარმოსათქვამი სიტყვები აერია და "კარგია, თუ ამით მაყურებელი გამხიარულდა".
ტელარხისთვის მიცემული კომენტარი ასე ჟღედა: "ვხედავდი, რომ ზოგიერთი (უცხოური საინვესტიციაო ფონდი) ცდილობდა მიეღო 20 ან 25% მოგება, მაშინ როდესაც ფელიაცია ამჟამად ნულს უტოლდება", _ განაცხადა ევროპარლამენტარმა.
რაშიდა დატი იყო ჩრდილოაფრიკული წარმოშობის პირველი ქალი, რომელმაც საფრანგეთის მთავრობაში მინისტრის პორთფელი მიიღო. მან თანადებობა გასულ წელს დატოვა, რისი მიზეზიც მისი მმართველობის სტილის კრიტიკა გახდა. მის თანამშრომლებს არც მინისტრის ჩაცმის სტილი მოსწონდათ და არც 44 წლის დატის პირადი ცხოვრების დეტალების ყვითელ პრესაში განხილვა იწვევდა მათ აღფრთოვანებას.