პარლამენტის ადამიანის უფელბათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იუნისეფს თხოვს დახმარებას გატაცებული ბავშვების დაბრუნებასთან დაკავშირებით. სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა დღეს პარლამენტში გია არსენიშვილის და იუნისეფის წარმომადგენლების შეხვედრა.
შეხვედრის შემდეგ გია არსენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ იუნისეფის წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან აღნიშნული ფაქტით, მაგრამ იმის გამო რომ გაეროს მანდატი აღნიშნულ ტერიტორიაზე არ ვრცელდება ამ ორგანიზაციის ბერკეტები შეზღუდულია, თუმცა არსენიშვილი აღნიშნავს, რომ იმის გამო რომ რუსეთი არის გაეროს წევრი ამ ორგანიზაციას გააჩნია გარკვეული ზემოქმედებსი საშუალება და იმედოვნებს რომ ეს საშუალება გამოყენებული იქნება.
"სწორედ გაეროს წესდებაშია ის რომ კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ტერიტორიებზე ბავშვების გამოყენება არ შეიძლება და იმედი მაქვს, რომ გაერო თავისი წევრი ქვეყნის მიმართ გამოიყენებს ბერკეტებს, რათა რუსეთმა არნიშნული წესდება დაიცვას" - აცხადებს არსენიშვილი.
არსენიშვილსი განცხადებით აღნიშნულ ფაქტტან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოდის იუნისეფის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ვიზიტის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსენიშვილი იმედოვნებს, რომ იუნისეფის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვა.