ოჯახების დანგრევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სექსუალური დაუკმაყოფილებლობაა. თითქოს ჩვეულებრივი გარემოებაა, როდესაც წლების განმავლობაში თანაცხოვრების შემდეგ წეევილს ერთმანეთისადმი ინტერესი უნელდება, მაგრამ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ "დრო" არაფერ შუაშია და ყველაფერის თავი და თავი ქალის ჭირვეულობაა.
შეუძლებელია ცოლქმრული ცხოვრების განმავლობაში წყვილს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდეს. მთავარია წყვილმა ერთმანეთისთვის მაქსიმალური სიამოვნების მინიჭება შეძლოს. მაგრამ როგორც მეცნიერები ასკვნიან, სრულფასოვანი სექსის მტერი ჭირვეული ქალია.
ქალს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ მამაკაცის შენარჩუნებისთვის უმთავრესია თბილი სიტყვა და ერთი კოცნა, ეს იმის მიუხედავად, თავად როგორი "აუტანელი ბუზღუნაც" არ უნდა იყოს.
ქალებმა განსაკუთარებული ყურადღება უნდა მიაქციონ იმ გარემოებას, რომ "ქმრის დასჯა" არ შეიძლება იმის გამო, რომ ის დაღლილია და ურთიერთობის პირველი დღეებისა თუ თვეების ინედტურ დროში არ აქვს ერექცია. ერთი ასეთი "დასჯა" _ საყვედური, უკმაყოფილების გამოხატვა, შესაძლოა, თვეების და წლების განმავლობაში სექსის არქონის მიზეზი გახდეს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ "კაცებს უკეთ ესმით სექსში "არა" და "ვერა", ვიდრე ქალებს. ქალები ამას შეურაცხყოფად აღიქვამენ და ვერ ხვდებიან, რომ ამით არათუ სექსუალუ ურთიერთოებებს, არამედ ზოგადად ურთიერთობებს და ოჯახსაც ანგრევენ.
სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერები აცხადებენ, რომ ქალმა, რომელსაც სურს "დღეს" ჰქონდეს სექსი, არასოდეს არ უნდა იფიქროს, რომ ჯერ ყოფითი პრობლემები მოაგვაროს და მერე დაკავდეს სიამოვნებით. მამაკაცებს არ უყვართ დასვენებისას ოჯახურ თუ სხვა პრობლემებზე საუბარი.
"თუ ქალმა მეუღლეს თავზე "დააფერთხა" ქვეყნიერების პრობლემები _ კედელზე ლურსმნის მიჭედების აუცილებლობიდან დაწყებული, იმით დასრულებული, რომ ქალაქში კანალიზაციების ჭები გადავსებულია, თან არც ის დაივიწყა, რომ მეზობელმა ახალი კაბა იყიდა და თავად კი სამი წლის წინ შეძენილი _ უკეთესი, მაგრამ უკვე ძველი კაბა უკიდია კარადაში, უნდა იცოდეს, რომ არათუ იმ ღამეს, არამედ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში პარტნიორისგან სიამოვნებას ვერ მიიღებს", - აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი განმარტებით, რაც უფრო ყოველდღიური ხდება ეს პრობლემები, მით უფრო ყოველდღიური ხდება სექსის არქონა და მამაკაცებში მუშაობას იწყებს "თავადაცვის ინსტიქტი". მას არ უნდა ახლო ურთიერთობა ქალთან, რომელიც მუდმივად პობლემებზეა ორინენტირებული. მას ქალისგან მიღებული სიამოვნება სჭირდება და "მისი ორგანიზმი, უფრო სწორად, მისი გონება უარს აცხადებს, "ამ ქალს საიამოვნება" მიანიჭოს, რომელიც "დღევადელ ცუდ ამინდში" და "თვით ოსამა ბინ ლადენის დაბადებაშიც" რატომღაც მას ადამაშაულებს".
თითქოს არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს ტოსტესტერონთან ქალის ყოფით კაპრიზებს, მაგრამ ფაქტია, რომ თანამდერიოვე ცხოვრების რიტმის პირობებში ოჯახში ქალის ყოველი კაპრიზი მამაკაცს მასთან ურთიერთობის სურვილს უარგავს.
"იდეალრ სექსუალურ ურთიერთობას მეტწილად ქალების კაპრიზი ანგრევს, ვიდრე "დრო" და ისინი თავადვე ჭირვეულობენ პარტნიორების გაციების გამო", _ აცხადებენ ფსიქოლოგები.