მინსკში, საერთაშორისო კინოფესტივალზე LISTAPAD საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო ლევან გელბახიანს გადაეცა. ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ:
საუკეთესო სცენარი - დიმიტრი მამულიას ფილმი "ბოროტმოქმედი";
საუკეთესო მსახიობი ქალი - სალომე დემურია დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის "ჩაისუნთქე-ამოისუნთქე";
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმისთვის "და ჩვენ ვიცეკვეთ";
საუკეთესო მუსიკა - დიმიტრი მამულიას ფილმი "ბოროტმოქმედი"