NASA-ს ახალი კვლევის თანახმად, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ამაზონის წვიმის ტყეებში წყლის რესურსებზე მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება. ეს პროცესები ეკოსისტემას ხანძრებისა და გამოფიტვის საფრთხის წინაშე აყენებს. სააგენტო საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმდინარე საგანგაშო პროცესები, უპირველესად, ადამიანთა საქმიანობით არის განპირობებული.
კალიფორნიაში, JPL-ის მეცნიერებმა გააანალიზეს სატელიტური და გეოლოგიური, რამდენიმე ათწლეულის მონაცემები. მათ დაადგინეს ატმოსფეროს ტენიანობის ნიშნული, რომელიც წვიმის ტყეების შესანარჩუნებლად არის საჭირო.
„ჩვენ დავაკვირდით 2 ათწლეულის მონაცემებს. ატმოსფეროში ფიქსირდება სიმშრალის ზრდის ტენდენცია. წვიმის ტყეების თავზე მატულობს სიმშრალე. ჩვენ მიერ გამოკვეთილი ტენდენციის, კლიმატის საერთაშორისო ცვლილების მოდელთან შედარებისას, რომელიც ვარიაციას ათასობით წლის მანძილზე უჩვენებს, დგინდება, რომ ცვლილება ბევრად აღემატება მოსალოდნელ პროგნოზებს“,- აღნიშნა JPL-ის კვლევის ავტორმა, არმინე ბარხოდარიანმა.
თუ ეს ბუნებრივი პროცესი არ არის, მაშინ რა ხდება?
სათბური გაზები სიმშრალის გამომწვევი მიზეზებიდან 50%-იან წილს იკავებს. დანარჩენი კი ადამიანთა საქმიანობის, ხე-ტყის გახშირებული გაჩეხვის, მათი გადაწვისა და მიწის სოფლის მეურნეობის სამუშაოებისთვის "მოსუფთავების" შედეგია. ამ საქმიანობათა კომბინაცია კი ამაზონის კლიმატის გაცხელებას იწვევს.
როდრესაც ტყე იწვის, ატმოსფეროში გაიტყორცნება ნაწილაკები, რომელსაც აეროზოლს უწოდებენ. მათ შორის კი არის შავი ნახშირბადი, ცნობილი როგორ ჭვარტლი. მაშინ როდესაც ღია ფერის ბუნებრივი აეროზოლები (ნისლი, ღრუბლები) რადიაციას ირეკლავს, შავი ფერის ჭვარტლი ამ რადიაციას შთანთქავს. როდესაც ჭვარტლი შთანთქავს ჩვენი ვარსკვლავის გაცემულ სითბოს, ატმოსფეროში ტემპერატურა მომენტალურად იზრდება.
რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი?
ამაზონი დედამიწაზე არსებული ბუნებრივი წვიმის ტყეების ყველაზე დიდი სახლია. როდესაც ის ჯანმრთელია, წლის განმავლობაში მილიარდობით ტონა ნახშირორჟანგს, ფოტოსინთეზის სახით გამოყოფს. ჯანსაღ პროცესში CO2, ენერგია და წყლი საკვებად გარდაიქმნება, ხოლო ამ მიმდევრობიდან CO2-ის ამოღება ამაზონს ტემპერატურის დაწევასა და კლიმატის რეგულაციას ეხმარება, თუმცა ეს უკანასკნელი ეკოსისტემა სიმშრალისა და ტემპერატურის ზრდის მიმართ მეტად მგრძნობიარეა.
ტყეებსა და მცენარეებს ფოტოსინთეზისა და გაგრილებისათვის წყალი ესაჭიროებათ. ისინი ნიადაგიდან ფესვების დახმარებით წყალს ექაჩებიან, ხოლო ფოთლების ფორებიდან ატმოსფეროში ორთქლს უშვებენ. ღრუბლები წარმოქმნის წვიმას, რომელიც წყლის მარაგს ნიადაგში ანახლებს და ქმნის ბუნებრივ ციკლს. წვიმის ტყეები, გვალვის სეზონზეც კი საკუთარი მოხმარების წყლის 80%-ს გამოიმუშავებს.
მაგრამ, როდესაც ეს ციკლი მშრალი აირების ჰაერში გატყორცნით ფერხდება , ახალი პროცესები ბუნებრივს ანაცვლებს. შედეგად, რამდენიმე თვის განმავლობაში ამაზონის წვიმის ტყეები, განსაკუთრებით კი სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონი გვალვას ებრძვის.
"ეს არის მოთხოვნა-მიწოდების საკითხი. გაზრდილი ტემპერატურის პირობებში, როდესაც ჰაერი იფიტება ტყეებს გაგრილება სჭირდებათ და ისინი ატმოსფეროში უფრო მეტ ორთქლს უშვებენ, თუმცა ნიადგს ზედმეტი წყალი ამ ტყეების გამოსაკვებად არ გააჩნიათ.
ჩვენი კვლევით დგინდება, რომ მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება, ხოლო წყლის მარაგი მცირდება და თუ ეს პროცესები ასე გაგრძელდება, ტყე გადარჩენას ვერ შეძლებს“,- აცხადებს კვლევის ავტორი.
მეცნიერებმა ამაზონის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ყველაზე "გამომშრალის" სტატუსი მიანიჭეს. ტყე ამ ტერიტორიაზე, ადამიანის ჩარევით, ყველაზე დიდ ფართობზეა განადგურებული. იქ კი სადაც ოდესღაც ტყე იყო, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ფერმებია გაშენებული.
მეცნიერები ამაზონის წვიმის ტყეების ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დაკავშირებით შენიშნავენ, რომ ეპიზოდურად შესამჩნევი ხდება გაუწყლოების პროცესები. ეს კი ის რეგიონია, რომელსაც მშრალი სეზონი არ გააჩნია. როგორც წესი ის სულ ნესტიანია. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოდასავლეთ რეგიონი უკვე 2 ათწლეულია ეპიზოდურ გვალვას განიცდის, რაც ტყის სხვა ნაწილებში ამ პროცესების დაჩქარებისა და ტემპერატურის ზრდის წინაპირობას ქმნის.
თუ ეს პროცესები გრძელვადიან ტენდენციაში მოექცევა და წვიმის ტყეები საკუთარი თავის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს, ეკოსისტემაში მცხოვრები სახეობების უმრავლესობა, დიდი ალბათობით ვერ გადარჩება. როდესაც ხე კვდება, არ აქვს მნიშვნელობა დიდი თუ პატარა, ჰაერში გატყორცნის სათბურ გაზებს და რაც უფრო ნაკლები ხე დარჩება მით მეტად დაჩქარდება შთანთქვის პროცესები. ეს კი ნიშნავს კლიმატის კონტროლის მნიშვნელოვანი იარაღის დაკარგვას.
სამეცნიერო ნაშრომი, A Recent Systematic Increase in Vapor Pressure Deficit Over Tropical South America ოქტომბერში გამოქვეყნდა. მეცნიერთა გუნდმა გამოიყენა NASA-ს Terra კოსმოსური სატელიტის ინსტრუმენტის, ინფრაწითელი რადარის (AIRS) მონაცემები.
მომზადებულია Nasa.gov-ის მიხედვით.