აშშ-ში, კალიფორნიის ციხიდან, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 პატიმარი გაიქცა. პოლიციამ გაასაჯაროვა ფოტოები, საიდანაც პატიმრებმა საკანი დატოვეს.
შერიფის ოფისის განცხადებით 20 და 21 წლის მამაკაცებმა 55 - სანტიმეტრიანი ხვრელი ჭერში გააკეთეს. შეარჩიეს ე.წ. „ბრმა“ ადგილი (კუთხე რომელსაც კამერა ვერ აკონტროლებს) და გაიქცნენ.
ორივე ეჭვმიტანილი ინდივიდუალურად ჩადენილი სავარაუდო მკვლელობის ფაქტზე სასამართლოს ელოდებოდა.
სამართალდამცავები გაქცეულ ეჭვმიტანილებს ეძებენ. არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა იყვნენ შეიარაღებულნი. პოლიცია გაქცეულების შესახებ ინფორმაციის მომწოდებლებს 5000-დოლარიან ჯილდოს სთავაზობს.