იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კლანური ინტერესები ამოძრავებს და სწორედ ამიტომ, ცდილობენ საბჭოდან გაიყვანონ ისეთი წევრები, რომლებიც მათი საქმის განხორციელებაში ხელს უშლიან, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების“ ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის შესაძლო გაწვევის საკითხზე.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს ვერ ექნება ამის კომპეტენცია.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამოძრავებს საკუთარი კლანური ინტერესი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანონ ისეთი წევრები, რომლებიც აბრკოლებს მათ მიზნების განხორციელებაში, ხელს უშლის ისეთი საქმიანობის განხორციელებაში, რაც აქამდე იყო მათთვის დამახასიათებელი. საქართველოს პრეზიდენტს ვერ ექნება კომპეტენცია, რომელიც არ არის კონსტიტუციაში გაწერილი და ამ ლოგიკას ძალას სძენს ბოლო პრეცედენტები, როდესაც პარლამენტმა მსგავსი მოტივით შეცვალა კანონმდებლობიდან მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი“,-განაცხადა მშვენიერაძემ.