ლეგენდარული ფანტასტიკური ფილმი "ვარსკვლავური ომები" სამგანზომილებიანი ფორმატით დიდ ეკრანზე 2012 წელს გამოვა.
ციკლის ექვსივე სურათს 3D-ს ფორმატში სპეცეფექტების შემქმნელი კომპანია Industrial Light&Magic-ი გარდაქმნის. კინოთეატრების ეკრანებზე თავდაპირველად საგის პირველი ეპიზოდი გამოვა, მოგვიანებით კი მაყურებელი დანარჩენ ხუთსაც იხილავს.
მანამდე "ვარსკვლავური ომების" რეჟისორი ჯრჯ ლუკასი 3D-ს ფორმატს სკეპტიკურად აფასებდა. მისი აზრით, ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებმა თავის მაქსიმუმს ჯერ კიდევ ვერ მიაღწია. თუმცა "ავატარის" წარმატების შემდეგ რეჟისორი იძულებული გახდა თავისი მოსაზრება შეეცვალა.