ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში ამინდის გაუარესების გამო მეწყერი ჩამოწვა. მიწის დიდი ნაწილი გორგილაძეების სახლთან ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
გორგილაძეები ამბობენ, რომ შესაძლოა მეწყერი ისევ განმეორდეს და მათ საცხოვრებელ სახლს ჩამოშლის საფრთხე შეუქმნას. ისინი დღეს ღამის გათენებას ნათესავთან აპირებენ.
დაზარალებული ოჯახი ქობულეთის მერმა ადგილზე მოინახულა და განმარტა, რომ პრობლემას გეოლოგები შეისწავლიან.
გარდა სოფელ გორგაძეებისა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესი კიდევ 2 ადგილზე განვითარდა, მათ შორისაა ზედა აჭყვას საავტომობილო გზა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები.