გიორგი შენგელაიას ფილმის "სიყვარული ყველას უნდა" გადაღებიდან 30 წელი შესრულდა. Mმუსიკალური კომედია ყველა ასაკის მაყურებელთა შორის დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სიუჟეტის მიხედვით, სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაყვალა კახეთის სოფელში ჩადის სამუშაოდ. სოფლის მძღოლს ბურბუთას მაყვალა შეუყვარდება, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ უბედავს. რთველი კარზეა მომდგარი, მუშაობისთვის კი არავის სცალია - სოფელში ყველა შეყვარებულია _ვენახის დარაჯი ბიჭები ტყუპი დების ცოლად შერთვაზე ოცნებობენ, მარტოხელა ხირხალა შინაბერა ქეთოს ფარულ შეხვედრაზე ითანხმებს, ბურბუთას პატარა ძმას მეზობლის პატარა გოგო უყვარს. კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩხუბობს, მაგრამ სიყვარული ყველას უნდა.
ფილმში მონაწილეობენ პოპულარული ქართველი მსახიობები გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ვახტანგ ფანჩულიძე, ბერტა ხაფავა, ტრისტან სარალიძე, და სხვა ცნობილი მსახიობები.