ცნობილ მუსიკოსსა და მომღერალს რიკი მარტინს მეოთხე შვილი შეეძინა. ამის შესახებ მან ინსტაგრამის გვერდზე დაწერა.
"ჩვენ ბიჭი შეგვეძინა, რომელსაც რენ მარტინ-იოსეფი დავარქვით", - დაწერა მომღერალმა.
რიკი მარტინი და ჯოვანი იოსეფი ოფიციალურად ორი წლის წინ დაქორწინდნენ.
მანამდე ისინი ერთმანეთს რამდენიმე წლის განმვალობაში ხვდებოდნენ.
რენი მარტინისთვის მეოთხე, იოსეფისთვის კი მეორე შვილია. რიკი მარტინს 2008 წელს ტყუპი ბიჭები მათეო და ვალენტინო შეეძინა, რომლებიც მას სუროგატმა დედამ გაუჩინა. 2018 წლის დეკემბერში კი წყვილს ქალიშვილი ლუსია შეეძინა.
ჯოვანი იოსეფი სირიულ-სომხური წარმოშობის შვედი მხატვარია. ის სირიის ქალაქ რაელ-ელ-აინში დაიბადა, მამამისი ქურთია, დედა - სომეხი. ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სირიიდან შვედეთში გადავიდა.