თვალის კლინიკა "ახალი მზერა~ გლდანის ფილიალში (მის. მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია. მუხიანის მოედანი) ნოემბრის თვის ყოველ შაბათს 10:00-18:00 საათამდე პენსიონერი მოსახლეობისთვის აწყობს საქველმოქმედო აქციას.
პენსიონერებს უახლესი თანამედროვე აპარატურით უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდებათ. კონსულტაციას ჩაატარებენ "ახალი მზერის~ გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ დვალი და კლინიკის ექიმები. აღნიშნულ საქველმოქმედო აქციას ასევე დაესწრებიან გლდანი-ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლები.