ცნობილი ქართველი რეჟისორი ოთარ იოსელიანი ქართული კინოს აღორძინების შესახებ საუბრობს და აცხადებს, ეპოქაში, როდესაც მუშაობდნენ გიორგი და ელდარ შენგელაიები, თენგიზ აბულაძე, მიხეილ კობახიძე, ქართულ კინოს განსაკუთრებული ადგილი ეკავა საბჭოურ კინემატოგრაფში.
"მათი ოდნავ ეშინოდათ კიდეც. მერეც იყო გარკვეულწილად ირონიული კინო. ხოლო როდესაც ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ყოველივე ეს სერიოზულია - უკვე გვიანი იყო.
ამის შემდეგ დაიხურა ფინანსური ონკანი", _ აცახდებს იოსელიანი.
რეჟისორის განცხადებით, "როგორი ამაზრზენიც არ უნდა ყოფილიყო მთელი საბჭოური კინემატოგრაფი, მაინც მან შობა ფარაჯანოვი, გლებ პანფილოვი, ტარკოვსკი, სოკუროვი და იგი დაიხრჩო. გაქრა ქართული კინემატოგრაფიაც".
იოსელიანი საუბრობს თანამედროვე ქართულ კინოზე და აცხადებს, რომ "გამოჩნდა რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც რაღაცას აკეთებენ კინოში".
"ლევან კოღუაშვილის საოცარი ფილმი "ქუჩის დღეები" არის მძიმე ფილმი ქართული საზოგადოების დაავადებაზე, იგი ნარკომანებზეა. ტყუილად როდი შეიძინეს ფილმი უმალვე რუსეთში", _ აცხადებს რეჟისორი.
მისი თქმით, გაჩნდა ფინანსური მხარდაჭერა, მიუხედავად კორუფციისა.
"არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უცნაური აზრი იმის შესახებ, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს და რაღაც უნდა გადარჩეს. 79 რეჟისორი კი დღეს საქართველოშია და უმოქმედოდაა. ეს ამაზრზენია", _ აცხადებს რეჟისორი.
შეგახსენებთ, რომ ოთარ იოსელიანის ფილმი "შანტრაპა" ლონდონში, ქართული ფილმების ფესტივალზეა წარმოდგენილი.