ფილმ "შეწყვეტილ სიმღერას" 50 წელი უსრულდება. ფილმის სიუჟეტში მეორე მსოფლიო ომის დროს სლოვაკი ჯარისკაცისა და ქართველი ექიმის სიყვარულია ასახული.
სლოვაკი მიშო ზვარა საქართველოში მოხვდება. სოხუმის ჰოსპიტალში დაჭრილი მეგობრის სანახავად მისული, ქართველ ექიმს, ელიკო გელოვანს შეხვდება. ბრძოლის ფრონტზე დაბრუნებული მიშო მძიმედ დაიჭრება და მას სოხუმის ჰოსპიტალში მოათავსებენ. ფეხმოკვეთილი მიშო საყვარელ ქალთან შეხვედრას გაურბის, მაგრამ ელიკო მას თვითონ მოძებნის. ომის დამთავრების შემდეგ წყვილი საცხოვრებლად სლოვაკეთში გადადის.
ელიკოს როლს ცნობილი ქართველი მსახიობი ლია ელიავა ასრულებს. მიშო ზვარას როლს კი _ სლოვაკი იულიუს პანტიკი. ფილმში არაერთი ცნობილი ქართველი მსახიობია დაკავებული _ ვერიკო ანჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ოთარ კობერიძე.
ფილმის პრემიერა 1960 წლის 7 დეკემბერს გაიმართა.