ზიმბაბვეს ეროვნულ პარკში შიმშილისგან სულ მცირე 55 სპილო მოკვდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ეროვნული პარკის პრესსპიკერის განცხადებით, პარკში სავალალო მდგომარეობაა.
შიმშილობა თავის მხრივ გვალვას უკავშირდება, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა ქვეყანაში მოსავალი.
შიმშილობა ზიმბაბვეში მხოლოდ ცხოველებს არ ემუქრება.
მსოფლიო სასურსათო პროგრამის დასკვნაში ნათქვამია, რომ ორი მილიონი ადამიანი ქვეყანაში შიმშილის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.
მოსახლეობის მესამედს მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე საკვებით დახმარება სჭირდება.