სამართალდამცავებმა დრენთეს პროვინციაში მდებარე ფერმაში აღმოაჩინეს ოჯახი, რომელიც ცხრა წელი გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო, ამის შესახებ BBC-ი წერს.
როგორც პოლიცია აცხადებს, ოთახში, რომელიც იკეტებოდა, თუმცა არ იყო სარდაფი იმყოფებოდა 58 წლის მამაკაცი და 18-დან 25 წლამდე 5 ახალგაზრდა. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი ცხრა წელი „სამყაროს დასასრულს ელოდებოდნენ“.
პოლიციამ იზოლაციაში მცხოვრებ ოჯახს მას შემდეგ მიაგნო, რაც ერთ-ერთმა მამაკაცმა ბარში ლუდი შეუკვეთა და იქ მომუშავე თანამშრომელს შველა სთხოვა.
პოლიციამ უკვე დააკავა 58 წლის მამაკაცი, რომელიც ფერმაში შვილებს მათი ნების საწინააღდმეგოდ ამყოფებდა.
ბარის მფლობელი პოლიციასთან საუბარში მომხდარის დეტალებს იხსენებს:
„ჩვენ ვისაუბრეთ, მან გამიმხილა, რომ ტყვეობიდან გამოიქცა და დახმარება სჭირდებოდა, შემდეგ ჩვენ დავრეკეთ პოლიციაში. მას ჰქონდა გრძელი თმა, ჭუჭყიანი წვერი, ატარებდა ძველ ტანისამოსს და გამოიყურებოდა დაბნეულად. მისი თქმით ცხრა წლის განმავლობაში ის სკოლაშიც არ წასულა“,- განაცხადა ბარის მეპატრონემ პოლიციასთან საუბარში.
საქმის დეტალები ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. პოლიცია ასევე ეძებს ბავშვების დედას. ერთ-ერთი ვერსიით, ის სარდაფში გარდაიცვალა.