ალექსანდრე ჩადუნელი სტაროპრამენისა და ლუდის სახლის ერთობლივი გათამაშების გამარჯვებულია. მან 7-დღიანი საგზური მოიგო პრაღაში, სადაც მეუღლესთან ერთად გაემგზავრა და სტაროპრამენის 150 წლის იუბილესამდი მიძღვნილ კონცერტსაც დაესწრო. სინამდვილეში ეს ისტორია ცოტა განსხვავებულად დაიწყო და ეს საგზურიც სხვებმა მოიგეს.
ეს ყველაფერი კი, ასე დაიწყო:
სტაროპრამენის გათამაშებაში 4 მეგობარი ჩაერთო, რომლებიც ლუდის სახლში მიირთმევდნენ ხოლმე ლუდს. მათმა აქტიურობამ შედეგიც გამოიღო და აღმოჩნდა, რომ მათ ყველაზე მეტი სტაროპრამენი დალიეს და საგზურიც მოიგეს. თუმცა, ამ გათამაშებას მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავდა და საგზურიც 2 ადამიანზე იყო გათვლილი. მეგობრებმა ბევრი იფიქრეს, ვინ წასულიყო ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში... მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს, მეგობარი გაეხარებინათ და მეუღლესთან ერთად გაეშვათ პრაღაში. ეს მეგობარი ალექსანდრე ჩადუნელი აღმოჩნდა.
„მეგობრებმა მაჩუქეს პრაღის ტური, რომელიც სტაროპრამერის გათამაშებაში მოიგეს. საოცარი სიურპრიზი გამიკეთეს. გავემგზავრეთ პრაღაში 7 დღე მე და ჩემი მეუღლე. აღფრთოვანებული ვარ, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა სტაროპრამენის ქარხნის ტური, განსაკუთრებული იყო 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი. საოცარი მოგზაურობა გამოგვივიდა. მეგობრებიც ასეთი უნდა!" - აღნიშნავს გამარჯვებული.