პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში, იაროსლავ კაჩინსკის მმართველმა პარტიამ "კანონი და სამართლიანობა" გაიმარჯვა.
წინასწარი მონაცემებით, კაჩინსკის პარტიამ ხმების 45.2% მოიპოვა. ხმების ეს რაოდენობა საკმარისია იმისათვისა, რათა პარტიამ პოლონეთის სეიმში უმრავლესობა მოიპოვოს.
მეორე ადგილზე გავიდა, პოლონეთის ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანება "სამოქალაქო კოალიცია", რომელსაც მხარი 22.3%-მა დაუჭირა.
მემარცხენე პარტიების გაერთიანებამ, რომელიც შედეგების მიხედვით მესამე ადგილზეა, 10.9% მიიღო.
ხმების 9.8% მიიღო კონსერვატიულმა პოლონურმა კოალიციამ, ხოლო 6.6% მემარჯვენეთა კონფედერაციამ.
ბოლო მონაცემებით, პარტია "კანონი და სამართლიანობა" პოლონეთის 460-ადგილიან სეიმში 239 მანდატს მიიღებს.