10 ოქტომბერს, ბექა გოჩიაშვილი "რესპუბლიკაში" კონცერტს გამართავს, რომელსაც გია ყანჩელის ხსოვნას მიუძღვნას.
"ჩემო ბექა! მხოლოდ დღეს, 2017 წლის აგვისტოს, პირველად ვნახე შენი და ჩიკ კორიას გამოსვლა 2012 წლის ჯაზ ფესტივალზე. მე ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას ვღებულობდი შენი დაკვრისგან, დღეს კი აღფრთოვანებული დავრჩი! მადლიერებით, გია ყანჩელი," - ეს წერილი კომპოზიტორმა გია ყანჩელმა ვირტუოზ ჯაზმენ ბექა გოჩიაშვილს მიწერა.
როგორც ბექა გოჩიაშვილი ამბობს, გია ყანჩელმა მას პირველად 10 წლის ასაკში ჯაზ კლუბში მოუსმინა. ჯაზმენი იხსენებს, რომ ყანჩელმა მას სთხოვა "ჰერიო ბიჭებოს" მისეული ვერსია ჩაეწერა, რაც სამწუხაროდ, ყანჩელის სიცოცხლეში ვერ შესრულდა.
გია ყანჩელი 84 წლის ასაკში 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.