თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეხანძრე-მაშველები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. პრევენციის მიზნით, ძველი თბილისის ტერიტორიაზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
დამატებულია სამაშველო ჯგუფები მტკვარზე - სამი სწრაფმავალი კატერი თბილისობის ღონისძიებების პერიმეტრზე შეუჩერებლად მოახდენს პატრულირებას. ასევე, დამატებით მობილიზებულია სკუტერი.
მეხანძრე-მაშველები თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სასიამოვნო უქმეებს უსურვებენ.