სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო ლეგენდარული ესპანელი ტენორი, პლასიდო დომინგო ლოს ანჯელესის საოპერო თეატრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს. იტყობინება Associated Press-ი.
მანამდე პლასიდო დომინგომ ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერა დატოვა და უარი თქვა უკვე დაგეგმილ სპექტაკლებში მონაწილეობის მიღებაზე.
თავისი 50-წლიანი კარიერის განმავლობაში, პლასიდო დომინგომ 150 წამყვანი საოპერო პარტია შეასრულა და სულ ცოტა 21-ჯერ გახსნა სეზონი მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე.
უფრო ადრე, ცნობილი გახდა, რომ სექსუალური შევიწროების სკანდალის გამო, დალასის საოპერო თეატრმა გააქუმა დომინგოს მონაწილეობით დაგეგმილი გალა კონცერტი.
ლოს ანჯელესის საოპერო თეატრმა კი, სადაც პლასიდო დომინგო მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, განაცხადა, რომ ის საკუთარ დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს სექსუალური შევიწორების ბრალდებებთან დაკავშირებით.
აგვისტოს თვეში ცნობილი გახდა, რომ ცნობილ საოპერო მომღერას 9 ქალი უყენებდა ბრალდებას "გასახდელ ოთახებში არასწორად მოქცევის, კოცნის მცდელობებისა თუ შეხვედრების დაჟინებული მოთხოვნების" გამო.
მოგვიანებით, კიდევ 11-მა ქალმა საოპერო ვარსკვლავს პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.