სექსუალური შევიწროების ახალი 11 ბრალდების გამო, დალასის საოპერო თეატრმა პლასიდო დომინგოს მონაწილეობით 2020 წელს დაგეგმილი გალა კონცერტი გააუქმა.
როგორც თეატრის პრესსპიკერმა მიკრობლოგ „ტვიტერზე" დაწერა, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დომინგოს კიდევ რამდენიმე ქალმა დასდო ბრალი სექსუალურ შევიწროებაში.
"მიმდინარე მოვლნების გათვალისწინებით, რაც პლასიდო დომინგოს მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებებს უკავშირდება, დალასის ოპერამ მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს გალა კონცერტი, რომელიც დაგეგმილია 2020 წლის 11 მარტს", - ნათქვმია თეატრის განცხადებაში.
ხუთშაბათს, 5 სექტემბერს, კიდევ 11-მა ქალმა საოპერო ვარსკვლავს პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.
აგვისტოს თვეში ცნობილი გახდა, რომ ცნობილ საოპერო მომღერას 9 ქალი უყენებდა ბრალდებას „გასახდელ ოთახებში არასწორად მოქცევის, კოცნის მცდელობებისა თუ შეხვედრების დაჟინებული მოთხოვნების" გამო.