ლეგენდარული ესპანელი ტენორი, სექსუალურ შევიწროების ბრალდებებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერას ტოვებს და უარს ამბობს უკვე დაგეგმილ სპექტაკლებში მონაწილეობის მიღებაზე.
ამის შესახებ განცხადება თავად საოპერო მომღერალმა გააკეთა, რაც მოგვიანებით მეტროპოლიტენ ოპერის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც დაადასტურა.
დღეს, 25 სექტემბერს, პლასიდო დომინგოს ჯუზეპე ვერდის ოპერა „მაკბეტში“ მთავარი პარტია უნდა ემღერა მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე.
თავისი 50-წლიანი კარიერის განმავლობაში, პლასიდო დომინგომ 150 წამყვანი საოპერო პარტია შეასრულა და სულ ცოტა 21-ჯერ გახსნა სეზონი მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სექსუალური შევიწროების სკანდალის გამო, დალასის საოპერო თეატრმა გააქუმა დომინგოს მონაწილეობით დაგეგმილი გალა კონცერტი.
ლოს ანჯელესის საოპერო თეატრმა კი, სადაც პლასიდო დომინგო მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, განაცხადა, რომ ის საკუთარ დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს სექსუალური შევიწორების ბრალდებებთან დაკავშირებით.
აგვისტოს თვეში ცნობილი გახდა, რომ ცნობილ საოპერო მომღერას 9 ქალი უყენებდა ბრალდებას "გასახდელ ოთახებში არასწორად მოქცევის, კოცნის მცდელობებისა თუ შეხვედრების დაჟინებული მოთხოვნების" გამო.
მოგვიანებით, კიდევ 11-მა ქალმა საოპერო ვარსკვლავს პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.