თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რაიონში მცხოვრებ ხანდაზმულებს სანერგე მეურნეობა „გარდენია-შევარდნაძეში“ უმასპინძლა.
საკრებულოს წევრმა, მოხუცებს ეს დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. თქვენ ჩვენი საზოგადოების ძალიან ძვირფასი ნაწილი ხართ. მოხუცებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია“,- განაცხადა ღონისძიებაზე გულია გოცირიძემ.
მოხუცებმა, რომლებსაც მეგზურობას დეპუტატი და „გარდენიას“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე უწევდნენ, დეკორატიული მცენარეების სანერგე დაათვალიერეს. ღონისძიებაზე გამართულ პოეზიის საღამოზე, ხანდაზმულებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს.