თბილისში ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, 422-ე კორპუსის მე-8 სადარბაზოს ნგრევის საფრთხის გამო საცხოვრებელი კორპუსიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. კორპუსში, რომლიდანაც მოსახლეობა გაასახლეს, კიბის უჯრედებმა დაიწია.
ორ პირს, რომელთაც გადაადგილების პრობლემა ქონდათ, კორპუსის დატოვებაში სამაშველოს სამსახურის თანამშრომლები დაეხმარნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია, პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.
რამ გამოიწბია კიბის უჯრედის დაწევა და რის გამო შეიქმნა ნგრევის საფრთხე ამ დროისთვის უცნობია.