ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა.
ლაშა ტალახაძის ატაცის ოქრო! მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ატაცში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა! ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად მსოფლიო რეკორდიც დაამყარა! ტალახაძემ 208 / 215 / 220 აიტაცა!", - წერს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ფეისბუკზე.