საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს, მია ამორ მოტლის შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბარბადოსის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან საინტერესო შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.
"საქართველოც და ბარბადოსიც პატარა ქვეყნები არიან და ორივე ქვეყნის ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის საკითხები და მულტილატერალიზმის თემატიკა. პატარა სახელმწიფოები იმ შემთხვევაში გადარჩებიან, თუ მათ პრინციპული დამოკიდებულება ექნებათ კანონის უზენაესობასთან მიმართ", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მია ამორ მოტლიმ.
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში, სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.