ინდოეთში, ეტმადპურში მცხოვრებ 50 წლის მამაკაცს, რომელმაც 2017 წლის 25 ნემბერს 7 წლის ქალიშვილი საჯარო სკოლაში გააუპატიურა და შემდეგ დაახრჩო, სიკვდილით დასჯა მიესაჯა.
ეჭვმიტანილს გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე ვკ ჯაისვალმ დღეს, მომხდარი საზარელი მკვლელობიდან 21 თვის შემდეგ გამოუტანა.
ბრალდების ბრძანებაში ნათქვამია, რომ 2017 წლის 25 ნოემბერს, 7 წლის გოგონას მკერდის საშინელი ტკივილები აწუხებდა. მამამ, გოგონა საავადმყოფოში წაყვანის ნაცვლად ახლოს მდებარე საჯარო სკოლის შენობაში შეიყვანა და გააუპატიურა, მოგვიანებით კი იქვე დაახრჩო.
გოგონას დედა 6 წლის წინ გახანგრძლივებულ დაავადებას ემსხვერპლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცს ბავშვის გაუპატიურების მცდელობა დედის თანდასწრებითაც ჰქონდა. ეს შემთხვევები სასამართლოში მოწმის სახით წარმოდგენილმა მეზობლებმა დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ძალადობის მსგავს შემთხვევას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, თუმცა მათ პოლიციისთვის არასდროს მიუმართავთ.
სიკვდილმისჯილი მამაკაცი, რომელმაც შვილი გააუპატიურა და შემდეგ დაახრჩო ნარკომანი და ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო.
უზენაეს სასამართლოს არასრულწლოვანი, ძალადობის მსხვერპლი გოგონას სახელი და გვარი არ გაუსაჯაროებია.
⭕ ამ თემაზე